სიახლეები

02/10/2018

თბილისის მერიის ეგიდით დაარსებულმაიურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.            

 

მემორანდუმის ფარგლებში  უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის   სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში 4-თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტები, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.  რაიონული გამგეობების ოფისებში განაწილებული სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს შეადგენენ და როგორც სასამართლოში, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.

 

კურსის მიზანია, მაგისტრანტს  საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა  და ადმინისტრირების უნარი, რაც მას სამომავლოდ, საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებელ წარმართვაში დაეხმარება.

 

იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ 9 უმაღლეს სასაწავლებელთან თანამშრომლობს. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი ოთხასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, ხოლო წლის ბოლომდე იურიდიულ პრაქტიკას ექვსასამდე სტუდენტი გაივლის.

 

 „ჩემი ადვოკატის“  საქმიანობის მთავარ მიზანს  მოქალაქეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო, იურიდიული დახმარების გაწევადა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა წარმოადგენს.