სიახლეები

11/07/2018

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სამი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. ორგანიზაციამ პროექტში ამჯერად 60-მდე სტუდენტი ჩართო.
კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.
აღნიშნულ ღონისძებას ორგანიზაცია ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ, სასწავლო სემესტრის დასასრულს აწყობს. 2018 წლის განმავლობაში „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ 200მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის გადამზადებას გეგმავს.