სიახლეები

22/03/2018

20 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა როგორც ზოგად ინფორმაციას უფასო სამართლებრივი სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო ორგანიზაციის, ასევე, 2017 წლის განმავლობში საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მონაცემები, ინფორმაცია სამსახურის მანდატის გაფართოების, ინფრასტრუქტურული განვითარების და სამომავლო გამოწვევების შესახებ.

ანგარიშის განხილვას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

იურიდული დახმარების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტში კიდევ გაგრძელდება.

 

წყარო: http://www.legalaid.ge