სიახლეები

24/01/2018

იურიდიულმა კლინიკამ „ჩემი ადვოკატი“ პრაქტიკანტი სტუდენტებისათვის თეორიული კურსი დაასრულა. აღნიშნული სასესიო შეხვედრებისას სტუდენტები ეცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივ თემებს, არქიტექტურულს, სამშენებლოს, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, ლეგალიზებას, პრივატიზებას, რეპრესირებულებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკითხებს.
სესიის ბოლო შეხვედრაზე სტუდენტებმა სარჩელის უზრუნველყოფა, აღსრულება ასევე ქირავნობის პრაქტიკული ასპექტები და მოახალისეობის ინსტიტუტის საკითხები მოისმინეს. 
თეორიული კურსის დასასრულს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარინა ბერაძემ პრაქტიკანტებს კურსის დასრულება მიულოცა და სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კურსი და მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ, საზეიმო ვითარებაში, სერტიფიკატები გადასცა.
აღნიშნულ თეორიული კურსს იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ 2016წლიდან ახორციელებს.