სიახლეები

06/11/2017

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი სტუდენტებისთვის თეორიულ კურსს წაიკითხავს.  სტუდენტებს, რომლებიც პრაქტიკას  ა(ა)იპ-ში გადიან, სალექციო კურსს ორგანიზაციის  ტრენერ-ადვოკატები წაუკითხავენ. 2017წლის თეორიულ კურსში უმაღლესი სასწავლებლების 91 სტუდენტი მონაწილეობს. 

 თეორიული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიანშემდეგ სამართლებრივ თემებს, ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ სამართლებრივ საკითხებ, არქიტექტურული, სამშენებლო,  მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, ლეგალიზება, პრივატიზება, რეპრესირებულები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკითხებს. აღნიშნული სალექციო კურსის ფარგლებში, თეორიულ მასალასთან ერთად, სტუდენტები რეალურ შემთხვევებს განიხილავენ და შეეცდებიან დამოუკიდებლად წარმართონ იმიტირებული პროცესები, რაც მათ შემდგომ საადვოკატო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში დაეხმარება.

 

თეორიული კურსი 5 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირას ჩატარდება. ამ პერიოდში შეძენილი უნარები სტუდენტებს დაეხმარება როგორც მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ასევე, მომავალი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად  წარმართვაში.

 

„ორგანიზაცია აგრძელებს სტუდენტების კარიერულ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას,  „ჩემი ადვოკატი“ ფლობს იმ მნიშვნელოვან რესურსს, რაც მომავალ იურისტებს პროფესიულ ზრდასა და დამოუკიდებლად მუშაობაში დაეხმარება. აღნიშნული  ტრენინგები სტუდენტებს უფრო მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის“, - განაცხადა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ.

 

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემს, სადაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტები  პრაქტიკებს სამართალში გადიან.