სიახლეები

13/10/2017

სააგნარიშო პერიოდის მანძილზე 2017წ. იანვრიდან - 2017წ. სექტემბრის ჩათვლით ორ ახალ უნივერსიტეტთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამჟამად ორგანიზაცია თანამშრომლობს რვა უნივერსიტეტთან, აქედან უმაღლესი სასწავლებლებიდან პრაქტიკა გაიარა 161-მა სტუდენტმა. პრაქტიკული კურსის განმავლობაში მაგისტრმა პრაქტიკანტებმა შეიძინეს შემდეგი სახის უნარ-ჩვევები:

  1. კლიენტთან ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა;
  2. სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
  3. კონსულტაციის გაწევა;
  4. სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა (განცხადება/სარჩელი/საჩივარი და სხვ.);
  5. სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის განხორციელება (პირველი ინსტანციის სასამართლოში) და პროცესის ანალიზის შედგენა.

საკვლევი პერიოდის მანძილზე იურიდიული კონსულტაციისთვის მომართა 12,225 ფიზიკურმა პირმა, მათ შორის:

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი

1,914

პენსიონერი ასაკისა გამო

2,298

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

135

იძულებით გადაადგილებული

357

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ პირი

117

პენსიონერი ასაკისა გამო და შშმ პირი

83

იძულებით გადაადგილებული და შშმ პირი

20

და სხვა

7,301

2016 წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართლებრივი დახმარების მიზნით მომმართვიანობამ შეადგინა 10,573, შესაბამისად 2017 წლის მესამე კვარტლის მომმართველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 1,652-ით (ზრდა 15,62%). 

 

2016წ. III კვარტალი

2017 წ. III კვარტალი

ზეპირი კონსულტაცია

7,015

9,218

წერილობითი კონსულტაცია

1,433

869

სამართლებრივი დოკუმენტის შექმნა

2,125

2,138

ჯამური მომმართვიანობა

10,573

12,225

„იურიდიულ კლინიკის“ ცხელ ხაზზე სამართლებრივი დახმარების მიზნით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 7,682 ზარი. აქედან ზეპირი სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 4,041 მოქალაქეს.

ხოლო დაწყებული სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებიდან (სულ 2,056 საქმე), წარმატებით დასრულდა 640და მიმდინარეა 1,118 საქმე, საიდანაც 2017 წლის მესამეკვარტალს ეკუთვნის 380 საპროცესო და ადმინისტრაციული საქმე. აღნიშნულ საქმეეებზე განხორციელდა 126წარმომადგენლობა.