სიახლეები

08/09/2020

14 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტს, აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს INL დირექტორი რებეკა ჰანტს და აშშ განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს ადამ შმიდტს.
იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა დავით სიმონიამ, წარმოადგინა მიმდინარე ცამეტი რეფორმის პრეზენტაცია. აღნიშნული რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოში უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ამერიკელმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ მიმდინარე რეფორმებს და უახლოეს მომავალში დაგეგმონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები წამოწყებული პროექტები წარმატებით განხორციელების