სიახლეები

08/08/2019

2019 წლის 12 აგვისტოდან "იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი"-ს რაიონულ გამგეობებში არსებული ოფისების მისამართები დროებით იცვლება.  ცვლილება გამოწვეულია გამგეობების სერვის ცენტრებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით და აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე,  "ჩემი ადვოკატი"-ს გლდანის, ნაძალადევის, ისნისა და სამგორის ოფისები მერიის შენობაში (ჟ.შარტავას 7) მე-2 სარულზე განლაგდება, ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძნობს. ხოლო რაც შეეხება  ვაკის გამგეობას,  ვაკის უბანი საბურთალოს გამგეობის ოფისში მოემსახურება ბენეფიციარებს.  სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ოფისები მოქალაქეებს განახლებულ გარემოში გაუწევენ ადვოკატირებას.

ბოდიშის გიხდის აღნიშნული ცვლილებისათვის.

ჩემი ადვოკატი - მუდამ თქვენი უფლებების დაცვაში.