სიახლეები

08/05/2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 ანგარიშში იურიდიული დახმარების სამსახური „ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს“ შორის მოხვდა. სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. IDFI-ის ჯილდო უწყებამ წელს მეექვსედ მიიღო.

2018 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 282 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მიხედვით შეაფასა.