სიახლეები

14/03/2019

2019 წლის 24 თებერვლიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად დანიშნულია ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილს გააჩნია იურისტად მუშაობის 16–წლიანი უწყვეტი სტაჟი. წლების განმავლობაში, ის ხელმძღვანელობდა კომპანიებს „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“, ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტში „ტრანსპროექტი“. 2001 წლიდან 2009 წლამდე, ის იყო მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

რაჟდენ კუპრაშვილს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მან დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. გარდა ამისა, ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი. 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.