სიახლეები

11/01/2019

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურმა 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. 2018 წლის დეკემბერი დაეთმო ღონისძიებებს, რომლის მიზანი იყო დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის და გოგოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თემაზე.

კამპანიის დაწყებას წინ უძღოდა ტრენინგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. იურიდიული დახმარების სამსახურის თორმეტივე ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გაიარეს აღნიშნული ტრენინგი და მიენიჭათ სპეციალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივ დავებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე წარუძღვებიან სპეციალიზებული საზოგადოებრივი ადვოკატები. გავლილი ტრენინგები კი მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის ერთ-ერთი პირობაა.

იურიდიული დახმარების ბიუროებს წარმომადგენლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 23 ვიზიტი განახორცილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ეწვიენ დევნილთა ოჯახებს, საჯარო სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც დევნილი ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა წარადგინეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია. მასში ასახული იყო ამომწურავი ინფორმაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების შესახებ - საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო კონვენციები და, რაც მთავრია, უფასო სამართლებრივი დახმარების ის სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს სთვაზობს - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

დევნილები ასევე დაინტერსედნენ სხვა სამართლებრივი საკითხებითაც, რაზეც შესაბამისი კონსულტაცია გაეწიათ. ყველა შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

2018 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, საერთო ჯამში, 116 საინფორმაციო-გასვლითი შეხვედრა ჩაატარა.

შეცდომა