სიახლეები

03/12/2018

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სრულად განახლდა უფასო იურიდიული დახმარების პორტალი (პორტალი) და მას დაემატა ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გვერდები.

 

პორტალის განახლების ფარგლებში:

1. გადამოწმდა, შეივსო და დაზუსტდა ბაზაში/სიაში არსებული ყველა ორგანიზაციის მონაცემები;

2. ბაზას/სიას დაემატა დეტალური ინფორმაცია 8 ახალი პროვაიდერის შესახებ: 

● ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
● საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანება;
● ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა;
● ინოვაციების და რეფორმების ცენტრი (IRC);
● სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი;
● თანაზიარი - რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი;
● ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი;
● წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

შედეგად, ამ ეტაპზე პორტალი აერთიანებს უფასო იურიდიული დახმარების 27 პროვაიდერ ორგანიზაციას. 

3. პორტალს დაემატა იმ ძირითადი საჯარო უწყებების მონაცემები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის სფეროების მიმართულებით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. 

 

რაც შეეხება, ინგლისური და რუსულენოვანი გვერდების შექმნას, ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უფასო იურიდიული დახმარების საყოველთაო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დღეიდან მოყოლებული პორტალური სრული სახით ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი მოქალაქეებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის.

 

მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) პოტალის ზემოთ აღწერილი მნიშვნელოვანი განვითარების ხელშეწყობისთვის.