სიახლეები

23/10/2018

2018 წლის 25 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ-ცენტრი ამოქმედდა. (032) 2920055 ნომერზე დარეკვით მოქალაქეები კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღებას შეძლებენ.

ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

 

გაეცანით სიახლეს სრულად