სიახლეები

15/10/2018

თბილისის მერიის ეგიდით დაარსებული პროექტი, იურიდიულიკლინიკა „ჩემიადვოკატი“ განვლილი 9 თვის მუშაობის შედეგს აჯამებს.

საანგარიშო პერიოდში (01.01.2018 – 30.09.2018) უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად ორგანიზაციას12 000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა მიმართა.

ორგანიზაციამ იურიდიული დახმარება გაუწია სიღარიბის ზღვარს მიღმა 2100 მოქალაქეს,  2884 პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობი სმქონე 270 პირს, რაც შეეხება იურიდიულ თემატიკას, ყველაზე მეტი - 1945 მომართვა დაფიქსირდა სოციალურ საკითხებზე, სასარჩელო -  1485, სახელშეკრულებო - 1408 და უძრავიქონების დავებზე - 1408.

რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მომართვიანობა  დაფიქსირდა ისნის რაიონში - 2616, ნაძალადევში - 1788 , სამგორში - 1688  გლადანში -1656.

ორგანიზაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა სულ 9256 ზარი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ სტატისტიკას, 9 თვის განმავლობაში, ორგანიზაციაში პრაქტიკული საგანანათლებლო კურსი ოთხასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, ხოლო წლის ბოლომდე 600-მდეს ტუდენტისგ ადამზადება იგეგმება.       

ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს, უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში და ახორციელებს წარმოადგენლობას, როგორც სასამართლო ისე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში.     

„ჩემი ადვოკატი“ - მუდამ თქვენი უფლებების დაცვაში