სააგნარიშო პერიოდის მანძილზე 2017წ. იანვრიდან - 2017წ. სექტემბრის ჩათვლით ორ ახალ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამჟამად ორგანიზაცია თანამშრომლობს რვა უნივერსიტეტთან, აქედან უმაღლესი სასწავლებლებიდან პრაქტიკა გაიარა 161-მა სტუდენტმა. პრაქტიკული კურსის განმავლობაში მაგისტრმა პრაქტიკანტებმა შეიძინეს შემდეგი სახის უნარ-ჩვევები:
საკვლევი პერიოდის მანძილზე იურიდიული კონსულტაციისთვის მომართა 12,225 ფიზიკურმა პირმა, მათ შორის:
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი |
1,914 |
პენსიონერი ასაკისა გამო |
2,298 |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე |
135 |
იძულებით გადაადგილებული |
357 |
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ პირი |
117 |
პენსიონერი ასაკისა გამო და შშმ პირი |
83 |
იძულებით გადაადგილებული და შშმ პირი |
20 |
და სხვა |
7,301 |
2016 წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართლებრივი დახმარების მიზნით მომმართვიანობამ შეადგინა 10,573, შესაბამისად 2017 წლის მესამე კვარტლის მომმართველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 1,652-ით (ზრდა 15,62%).
|
2016წ. III კვარტალი |
2017 წ. III კვარტალი |
ზეპირი კონსულტაცია |
7,015 |
9,218 |
წერილობითი კონსულტაცია |
1,433 |
869 |
სამართლებრივი დოკუმენტის შექმნა |
2,125 |
2,138 |
ჯამური მომმართვიანობა |
10,573 |
12,225 |
„იურიდიულ კლინიკის“ ცხელ ხაზზე სამართლებრივი დახმარების მიზნით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 7,682 ზარი. აქედან ზეპირი სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 4,041 მოქალაქეს.
ხოლო დაწყებული სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებიდან (სულ 2,056 საქმე), წარმატებით დასრულდა 640და მიმდინარეა 1,118 საქმე, საიდანაც 2017 წლის მესამეკვარტალს ეკუთვნის 380 საპროცესო და ადმინისტრაციული საქმე. აღნიშნულ საქმეეებზე განხორციელდა 126წარმომადგენლობა.