ძირითადი საჯარო უწყებები
ქვემოთ წარმოდგენილია იმ საჯარო უწყებების სია და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც გასცემენ უფასო კონსულტაციას საკუთარ საჯარო კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილი სია არ არის მომწურავი და რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ყველა "ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ."