ორგანიზაციის გვერდი / ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

შეაფასეთ ორგანიზაცია
აღწერა:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
ჩვენ გვჯერა თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების; სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობაზე ორიენტირებული, კეთილდღეობის ხელშემწყობი სახელმწიფოს იდეის. ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკურ მონაწილეობაზე დაფუძნებული ინკლუზიური და სამართლიანი დემოკრატიული სისტემების დამკვიდრებისთვის.
ორგანიზაციას ოთხი პროგრამული მიმართულება აქვს და თანადროულად მუშაობს სოციალური პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის და კრიტიკული პოლიტიკის საკითხებზე.
სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა.
თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მიზანია სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული უფლებრივი, პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა ჩაგრული ჯგუფებისთვის.
მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მქონე მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა.
კრიტიკული პოლიტიკის პროგრამის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი ინსტრუმენტებია - კვლევა, ადვოკატირება, სტრატეგიული სამართალწარმოება, სწავლება. საკუთარ საქმიანობაში ის სოციალური ჯგუფების მონაწილეობის და მობილიზაციის მიდგომებს იყენებს და ცდილობს მოახდინოს მათი წუხილების, საჭიროებებისა და მოთხოვნების შემოტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მათი მხარდაჭერა.

ვებ-გვერდი:

https://emc.org.ge/

FACEBOOK გვერდი:

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/

კონსულტაციის ენები:
ქართული 
საქმეთა კატეგორიები:
ადამიანის უფლებათა სამართალი,  
შრომის სამართალი,  
სოციალური დაცვა,  
კონსულტაციის მიმღებები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, ეთნიკური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, ქალები, რელიგიური უმცირესობები,  
მომსახურების სახე
იურიდიული დოკუმენტის შედგენა, ზეპირი იურიდიული კონსულტაცია, წარმომადგენლობა, სტრატეგიული სამართალწარმოება,  
კონსულტაციის სახე
პირადი,  
წარმომადგენლობის სახე
სასამართლოში წარმომადგენლობის სახე

ფილიალები

სათაო ოფისი

მისამართი: თბილისი, ი.აბაშიძის ქ. 12ბ (შემოსავლელი 14-16 ნომრებს შორის)
  (+995 32) 2233706, (+995) 577291003
 

საკონტაქტო პირები

ელენე ხარაზაშვილი



სამუშაო განრიგი

დღე სამუშაო საათები შესვენება
ორშ 10:00 - 19:0000:00 - 00:00
სამ 10:00 - 19:0000:00 - 00:00
ოთხ 10:00 - 19:0000:00 - 00:00
ხუთ 10:00 - 19:0000:00 - 00:00
პარ 10:00 - 19:0000:00 - 00:00
შაბ 00:00 - 00:0000:00 - 00:00
კვ 00:00 - 00:0000:00 - 00:00