საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი (სამართლის კლინიკა) მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას, უზრუნველყოფს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში წარმომადგენლობას და ადვოკატირებას. ცენტრში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებიც ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტების წარმომადგენლობაში. საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, კლიენტებს წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში. იურიდული მომსახურება სრულიად უფასოა სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა და პენსიონერთა კატეგორიის კლიენტებისთვის.
https://www.facebook.com/uglegalaid/
დღე | სამუშაო საათები | შესვენება |
---|---|---|
ორშ | 10:00 - 18:00 | 14:00 - 15:00 |
სამ | 10:00 - 18:00 | 14:00 - 15:00 |
ოთხ | 10:00 - 18:00 | 14:00 - 15:00 |
ხუთ | 10:00 - 18:00 | 14:00 - 15:00 |
პარ | 10:00 - 18:00 | 14:00 - 15:00 |
შაბ | 00:00 - 00:00 | 00:00 - 00:00 |
კვ | 00:00 - 00:00 | 00:00 - 00:00 |