აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც საუნივერსიტეტო, ისე დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიებით, სპეციალიზირებული ბიბლიოთეკით და კრიმინალისტიკურ-ტექნიკური ბაზით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, კერძოდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, სადაც მაღალი აკადემიური დონის წარმოჩენით დიდ წარმატებებს აღწევენ.
https://www.facebook.com/AkakiTsereteliStateUniversity/
დღე | სამუშაო საათები | შესვენება |
---|---|---|
ორშ | 10:00 - 17:00 | 00:00 - 00:00 |
სამ | 10:00 - 17:00 | 00:00 - 00:00 |
ოთხ | 10:00 - 17:00 | 00:00 - 00:00 |
ხუთ | 10:00 - 17:00 | 00:00 - 00:00 |
პარ | 10:00 - 17:00 | 00:00 - 00:00 |
შაბ | 00:00 - 00:00 | 00:00 - 00:00 |
კვ | 00:00 - 00:00 | 00:00 - 00:00 |