ორგანიზაციის გვერდი / ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა

შეაფასეთ ორგანიზაცია
აღწერა:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 1992 წელს და იარსება 2005 წლის სექტემბრამდე, ხოლო 2005-2006 სასწავლო წელს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულების რეორგანიზაციის, კერძოდ, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიის, ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის; სამოქალაქო სამართლის; სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრების გაერთიანების შედეგად სამართლის დეპარტამენტისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სახით შევიდა სამართლისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში, რომელიც 2006 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტად იწოდება.

სამართალმცოდნეობის სპეციალობით სწავლა მიმდინარეობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესაბამისად. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (4წელი), სამაგისტრო პროგრამა 120 კრედიტს (2წელი). სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება ორი სპეციალიზაციით: კონსტიტუციური – ადმინისტრაციული სამართალი და სისხლის სამართალი.

დღეისათვის (2007-2008 სასწავლო წელი) საბაკალავრო პროგრამას ეუფლება 485 სტუდენტი, ხოლო სამაგისტრო პროგრამას 32 მაგისტრი, რომელთა სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შემდეგი აკადემიური პერსონალი: 4 სრული პროფესორი, 12 ასოცირებული პროფესორი და 7 ასისტენტ პროფესორი, აქედან ხელშეკრულებით: 2 სრული და 1 ასოცირებული პროფესორი.

სამართალმცოდნეობის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, კერძოდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, სადაც მაღალი აკადემიური დონის წარმოჩენით დიდ წარმატებებს აღწევენ.

სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც საუნივერსიტეტო, ისე დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიებით, სპეციალიზირებული ბიბლიოთეკით და კრიმინალისტიკურ-ტექნიკური ბაზით.

ვებ-გვერდი:

http://www.atsu.edu.ge/

FACEBOOK გვერდი:

...

კონსულტაციის ენები:
ქართული 
საქმეთა კატეგორიები:
სამოქალაქო სამართალი,  
ადმინისტრაციული სამართალი,  
კონსულტაციის მიმღებები
შეუზღუდავად, ყველა პირი,  
მომსახურების სახე
ზეპირი იურიდიული კონსულტაცია,  
წარმომადგენლობა,  
კონსულტაციის სახე
პირადი,  
სატელეფონო,  
ონლაინ,  
წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში,  
წარმომადგენლობა სასამართლოში,  
წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვაში,  
წარმომადგენლობა სამედიაციო განხილვაში,  
სასამართლოში წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში,  

ფილიალები

სათაო ოფისი

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის 59, Iკორპუსი, აუდიტორია 1230
  0431 24 29 78
 

საკონტაქტო პირები

სამუშაო განრიგი

დღე სამუშაო საათები შესვენება
ორშ 10:00 - 17:0000:00 - 00:00
სამ 10:00 - 17:0000:00 - 00:00
ოთხ 10:00 - 17:0000:00 - 00:00
ხუთ 10:00 - 17:0000:00 - 00:00
პარ 10:00 - 17:0000:00 - 00:00
შაბ 00:00 - 00:0000:00 - 00:00
კვ 00:00 - 00:0000:00 - 00:00