ორგანიზაციის გვერდი / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

შეაფასეთ ორგანიზაცია
აღწერა:

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, კვლევის, ანალიზისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით.

ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს განვითარება, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით.

ორგანიზაცია აერთიანებს მისი საქმიანობის ძირითად სფეროებში კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს. გუნდის წევრთა ექსპერტული პოტენციალი, გამოცდილება, მიუკერძოებლობა და სანდოობა განაპირობებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წამყვან როლს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების პოლიტიკის შესახებ დისკურსში.

ორგანიზაციას მართავს გამგეობა და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მოქმედი თავმჯდომარეა გიორგი მშვენიერაძე.

ვებ-გვერდი:

www.gdi.ge

FACEBOOK გვერდი:

https://www.facebook.com/gdi.ge

კონსულტაციის ენები:
ქართული 
ინგლისური, ქართული, რუსული 
საქმეთა კატეგორიები:
სისხლის სამართალი,  
ადმინისტრაციული სამართალი,  
სისხლის სამართალი,  
კონსტიტუციური სამართალი,  
კონსულტაციის მიმღებები
რელიგიური უმცირესობები,  
ეთნიკური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, ქალები, რელიგიური უმცირესობები,  
მომსახურების სახე
იურიდიული დოკუმენტის შედგენა,  
ზეპირი იურიდიული კონსულტაცია,  
წარმომადგენლობა,  
კონსულტაციის სახე
პირადი,  
სატელეფონო,  
ონლაინ,  
წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში,  
წარმომადგენლობა სასამართლოში,  
სასამართლოში წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, წარმომადგენლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, წარმომადგენლობა უზენაეს სასამართლოში, წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში,  

ფილიალები

სათაო ოფისი

მისამართი: თბილისი, რ. ერისთავის 3, მე-3 სართული
  032 272 80 08
 

საკონტაქტო პირები

სამუშაო განრიგი

დღე სამუშაო საათები შესვენება
ორშ 11:00 - 18:0000:00 - 00:00
სამ 11:00 - 18:0000:00 - 00:00
ოთხ 11:00 - 18:0000:00 - 00:00
ხუთ 11:00 - 18:0000:00 - 00:00
პარ 11:00 - 18:0000:00 - 00:00
შაბ 00:00 - 00:0000:00 - 00:00
კვ 00:00 - 00:0000:00 - 00:00