ორგანიზაციის გვერდი / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

შეაფასეთ ორგანიზაცია
აღწერა:

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამისათვის, კოალიცია ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ ჩაანაცვლოს თანამედროვე მიდგომებით, რაც გულისხმობს: შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო, კანონმდებლობა და არა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცალკეული ადამიანი.

კერძოდ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ცდილობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და ინსტიტუციურ განვითარებას, რომელთა საქმიანობაც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი სამოქალაქო უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვასა და მომსახურებაზე.

კოალიცია საერთაშორისო ნორმებისა და კონვენციების დაყრდნობით, ეროვნულ დონეზე, ხელს უწყობს კანონმდებლობისა და აღსრულების სახელმწიფო სისტემის სრულქმნას. აგრეთვე ფიზიკურ გარემოში თავისუფალი დიზაინის დანერგვასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიის პოპულარიზაციას.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აღიარებს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში.

ვებ-გვერდი:

http://disability.ge/

FACEBOOK გვერდი:

https://www.facebook.com/cilkdc

კონსულტაციის ენები:
ქართული 
საქმეთა კატეგორიები:
კონსტიტუციური სამართალი,  
კონსულტაციის მიმღებები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები,  
მომსახურების სახე
ზეპირი იურიდიული კონსულტაცია,  
იურიდიული დოკუმენტის შედგენა,  
წარმომადგენლობა,  
კონსულტაციის სახე
პირადი,  
სატელეფონო,  
წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში,  
წარმომადგენლობა სასამართლოში,  
სასამართლოში წარმომადგენლობის სახე
წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, წარმომადგენლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, წარმომადგენლობა უზენაეს სასამართლოში, წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,  

ფილიალები

სათაო ოფისი

მისამართი: თბილისი, კედიას 7
  597 33 00 10
 
 

საკონტაქტო პირები

სამუშაო განრიგი

დღე სამუშაო საათები შესვენება
ორშ 11:00 - 19:0000:00 - 00:00
სამ 11:00 - 19:0000:00 - 00:00
ოთხ 11:00 - 19:0000:00 - 00:00
ხუთ 11:00 - 19:0000:00 - 00:00
პარ 11:00 - 19:0000:00 - 00:00
შაბ 00:00 - 00:0000:00 - 00:00
კვ 00:00 - 00:0000:00 - 00:00